“ჩვენ ყველა მონაცემი გვაქვს იმისათვის, რომ ეს არჩევნები მოვიგოთ.”- ამბობს “ენმ”-ს ზუგდიდის ორგანიზაციის ბრიფინგზე ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა დამენია. ბრიფინგზე მან ისაუბრა იმ დარღვევებზე, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს დააფიქსირა ზუგდიდში. დამენიამ ზუგდიდის სოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომერეს მირანდა მესხს “ქართული ოცნების” აქტივისტი უწოდა და პირდაპირ დაადანაშაულა იმაში, ამ დილით რამდენიმე უბანი გვიან გაიხსნა. დამენიამ ისაუბრა კრიმინალური დაჯგუფებების და კონკრეტულად დათო შენგელიას მოლაპარაკებზე რუს ოკუპანტებთან გარკვეული ჯგუფის საზღვარს აქეთ გადმოყვანასთან დაკავშირებით. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის ამბობს, რომ ის მოსახლეობა, რომელიც გადმოკვეთს საოკუპაციო ხაზს, აუცილებლად “ნაციონალურ მოძრაობას” მისცემს ხმას”. დამენია თქმით, ამ დრისათვის, მათ აქვთ წინასწარი მონაცემები უბნებიდან, რომ სამეგრელოში და ზოგადად საქართველოში, “ნაციონალური მოძრაობა” გაიმარჯვებს. “რაც შეეხება სანდრა რულოვსს, მას მეორე ტური არ დასჭირდება”- განმარტავს დამენია.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=CHT9XDdXr94[/embedyt]