- 25-30 ივნისს, ზუგდიდმა უმასპინძლა ხელოვნების საერთაშორისო, რიგით მეცამეტე ფესტივალს – ,,არტკოლხი 2026″.
ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ფესტივალს სტუმრობდნენ მექსიკის, უკრაინის და ყაზახეთის შემოქმედებითი ანსამბლები, მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში მოქმედი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული კოლექტივები.
ჟიურიმ გამოავლინა გრანპრის პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები.
