- ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ონარიის დასახლებაში, ინფექციურ საავადმყოფომდე მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიეტტის მერიის ინფორმაციით, გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე სისტემა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის ღირებულება 300 000 ლარამდეა.
