- ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ნარჩენების სეპარირების სისტემა დაინერგა და ახალი ურნები განთავსდა.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებისა და სისუფთავის დაცვის მიზნით განხორციელდა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებში ბაღის ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე ლითონის ურნები და ნარჩენების სეპარირების სპეციალური კონტეინერები.

პროექტის ფარგლებში ბაღში დამონტაჟდა:
50 ახალი ლითონის ურნა, რომლებიც სპეციალურად ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისთვის დამზადდა;
ნარჩენების სეპარირების კონტეინერები, რომლებიც განკუთვნილია ქაღალდის, პლასტიკისა და შუშის ნარჩენების ცალ-ცალკე შეგროვებისთვის;
ურნები და კონტეინერები განთავსებულია ბოტანიკური ბაღის ცენტრალურ ლოკაციებზე, რაც ვიზიტორებს ნარჩენების სწორად განთავსების შესაძლებლობას აძლევს.
პროექტის მიზანია ბაღის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და გარემოსდაცვითი კულტურის ხელშეწყობა.




