სამი ზუგდიდელი მოჭადრაკე მსოფლიო თასზე კადეტთა შორის


  • 15 – 28 ივნისს, ბათუმში გაიმართება მსოფლიოს თასი 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა შორის.

მსოფლიოს თასი შვეიცარული სისტემით 11 ტურად ტარდება და მასში 700 -მდე მოჭადრაკე იასპარეზებს, მათ შორის სამი ზუგდიდელი მოჭადრაკე: 10 წლამდე გოგონათა შორის 6-გზის საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ნია კვარაცხელია (1575 / მწვრთნელი – დავით თულაძე), 10 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს 3-გზის ვიცე-ჩემპიონი და 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორი ცოტნე ნანავა (1561 / მწვრთნელი – გიორგი სართანია) და 12 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართვეელოს 8-გზის ჩემპიონი და ერთგზის ბრინჯაოს პრიზიორი სხვადასვა ასაკობრივ კატეგორიაში ანდრია ჯახაია (1758 / მწვრთნელი – დავით ჯოჯუა).



კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

5 × 3 =

Akismet ანტისპამი