- ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში არსებული დეკორატიული კუთხეები განახლდა.
საქართველოს დროშის ფორმის ყვავილნარი ( I სექტორი, N 1 თარგი) — 72 მ² ფართობზე დაირგო წითელი და თეთრი ფერის ბეგონიები.
ქართული წარწერა „ზუგდიდი“ (1 სექტორის N 30 თარგი) — სხვადასხვა ფერის ბეგონიებისგან შეიქმნა.
ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყვავილნარის მოწყობისა და დარგვის პროცესში, ბაღის თანამშრომლებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდნენ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 და მე -7 ნაკადის სტუდენტები, რომლებიც აღნიშნულ აქტივობაში დუალური საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩაერთნენ.
