“სარკმელი” სტუმრად მედიამუზეუმში


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მუზეუმების მართვის ცენტრის დაქვემდებარებაში, საქართველოსთვის ძალიან უცხო და უჩვეულო  ერთი მუზეუმია, რომელიც მედიამუზეუმად იწოდება და  ოფიციალურად 2013 წლიდან არსებობს.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბი “სარკმელი” დღეს სწორედ ამ მუზეუმს ესტუმრა სამეგრელოში მედიის განვითარების ეტაპების შესასწავლად და იმ პირველი გამოცემების დასათვალიერებლად, რომლებიც ძნელბედობისა თუ ლხინის ჟამს გამოიცემოდა სამეგრელოში და რომელიც დიდი რუდუნებითა და უსაზღვრო მოკრძალებული შრომით მოიძია, მედიამუზეუმის კურატორმა, დამფუძნებელმა და იდეის ავტორმა მარინა დამენიამ. ნორჩი ჟურნალისტები ინტერესით ეცნობოდნენ უყვე გაყვითლებული და გაცრეცილი გაზეთის ფურცლებს, რომელიც სოციალისტური და ბოლშევიკური აზროვნებიდან, ნელ-ნელა, ეროვნულ და დემოკრატიულ ფურცლებად და გზავნილებად იკინძებოდა. პერიოდული გამოცემების გარდა, მედიამუზეუმში, მიუხედავად ფართის სიმცირისა, ინახება სასტამბო საქმისთვის აუცილებელი ატრიბუტები, პირველი საბეჭდი მანქანა, პირველი ფაქსი, სხვადასხვა ტიპის ფოტოაპარატები, ფირის გასამჟღავნებელი “წამლებიც” კი.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=VWuOtloRtHw[/embedyt]

მედიამუზეუმში აღმოჩნდა საქართველოში პირველი საყმაწვილო გაზეთის “სარკმელი” პირველი ნომერი, რასაც ნორჩი ჟურნალისტები ემოციებით შეხვდნენ. “სარკმელელები” მედიამუზეუმს შეჰპირდნენ, რომ გადასცემდნენ “სარკმელის” იმ ნომერსაც, რომელიც კომპიუტერზე აიწყო, ადგილზვე დაიბეჭდა და ითვლება სამეგრელოში პირველ კომპიუტერულ გამოცემად. ზუგდიდის მედიამუზეუმი, საქართველოში ერთადერთი მედიამუზეუმია. ქალბატონი მარინა ოცნებობს იმ დღეზე, როცა მას შეეძლება ექსპონატები სამუზეუმო წესების დაცვით გამოფინოს და მნახველებს, თუ მომავალ თაობას ღირსეულად  დათვალიერებინოს და გადასცეს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!