- ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი განცხადებას ავრცელებს.
“უახლოეს დღეებში ზუგდიდის დადიანების სასახლეების დედოფლისეულ სასახლეში ცენტრალური ნაწილისა და შესასვლელი პორტიკის სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყება, აქედან გამომდინარე უნდა შემუშავდეს ახალი საექსკურსიო მარშუტი და მოხდეს რეექსპოზიცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, დროებით დედოფლისეული სასახლე დაიხურება, მუზეუმი დამთვალიერებლებს კი უფლისწულის სასახლის განახლებულ ექსპოზიციებში მიიღებს, დამთვალიერებელს ასევე საშუალება ექნება დადიანების სასახლის თანამედროვე ხელოვნების კოლექცია ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში იხილოს. დედოფლისეული სასახლის ახალი საექსკურსიო მარშრუტისა და სათადარიგო შესასავლელების ამოქმედების შესახებ დამთვალიერებელს ეცნობება დამატებით”.-აღნიშნულია განცხადებაში.
უფლისწულის სასახლე სტუმრებს მოემსახურება 10:00 – დან 17:30 – მდე.
ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი სტუმრებს მოემსახურება11:30-დან 17:00 – მდე.
