- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით, დღეს, სასახლის დარბაზში ჩატარდა კონფერენცია “ნორჩი მკვლევარი 2026“ (პროექტის ავტორები: მედეა თორია და თეონა ხუბულავა) თემაზე: “სამეგრელო ლევან II დადიანის მმართველობის პერიოდში – პოლიტიკა, კულტურა და ევროპასთან ურთიერთობა”.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლემ. კონფერენციის თემატიკა გახლდათ:
- ლევან II დადიანის პოლიტიკა – სამეგრელოს გაძლიერება და ერთიანი საქართველოს იდეა.
- სამეგრელოს ურთიერთობა მეზობელ სამთავროებთან და სამეფოებთან.
- ლევან II დადიანი და ირანის – ოსმალეთის გავლენა რეგიონში.
- ევროპელი მისიონერები სამეგრელოში – მათი მოღვაწეობა, მიზნები და გავლენა ადგილობრივ ცხოვრებაზე.
- სამეგრელოს ურთიერთობა ევროპულ სახელმწიფოებთან – პოლიტიკური, სავაჭრო და კულტურული კავშირები.
- XVII საუკუნის სამეგრელოს ეკონომიკური სისტემა და ვაჭრობა.
- დადიანთა კულტურული მემკვიდრეობა – ხელოვნება, განათლება, ეკლესია და წიგნწერა.
- სამეგრელოს საზოგადოებრივი მოწყობა და გლეხთა ყოფა.
- სამეგრელო – საქართველოს სახელმწიფოებრივი მთლიანობის იდეის კონტექსტში.
- სამეგრელო ,როგორც დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ-კულტურული ცენტრი XVII საუკუნეში.
- ქალის როლი სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
- დიპლომატიური ურთიერთობები და საერთაშორისო კონტაქტები ლევან II-ის დროს.
- ლევან II დადიანის მმართველობის შეფასება თანამედროვე ისტორიოგრაფიაში.
კონფერენციის მიზანი გახლავთ მოსწავლეებში წყაროებთან მუშაობის, ისტორიული კვლევის, ანალიზის, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება. XVII საუკუნის სამეგრელოს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და საერთაშორისო ურთიერთობების გააზრება. ლევან II დადიანის ისტორიული როლისა და ევროპასთან კავშირის მნიშვნელობის შეფასება.
