- ლევან დადეშქელიანი „კარატე 1 ახალგაზრდული ლიგის“ ჩემპიონია.
ფილიპინები სპორტულ კარატეში პრესტიჟულ ასპარეზობას „კარატე 1 ახალგაზრდულ ლიგას“ მასპინძლობს. ტურნირზე კადეტებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა ზუგდიდელმა სპორტსმენმა ლევან დადეშქელიანმა (- 57 კგ).
ლევან დადეშქელიანმა შრილანკელ, უზბეკ, თურქმენ და ყაზახ კარატისტებს სძლია და ჩემპიონობა იზეიმა

