- მთავრობის გადაწყვეტილებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – საქართველოს დიპლომატიის აკადემია იქმნება.
“მთავრობის გადაწყვეტილებით, იქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – საქართველოს დიპლომატიის აკადემია, ჩვენი ამოცანაა, მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური კადრები ჩვენი დიპლომატიური სამსახურისთვის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების შემდგომი გამყარებისთვის,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.




