გოგა ჯაჯვანი მსოფლიო ჩემპიონ-პრიზიორია


  • ზუგდიდელი ძალოსანი, გოგა ჯაჯვანი მსოფლიო ჩემპიონ -პრიზიორია. ძალოსანმა სამივე სინჯის მედალი მოიპოვა.

ეგვიპტეში მიმდინარე ძალოსანთა (U20) მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან გოგა ჯაჯვანმა და ლუკა სილაგაძემ (94 კგ.) იასპარეზეს.

ძალოსნობის ფედერაციის ინფორმაციით, პლანეტის პირველობის ატაცში მთავარი მწვრთნელის, ავთანდილ გახოკიძისა და მწვრთნელის, დავით ხარატაშვილის ხელმძღვანელობით გოგა ჯაჯვანმა 167 კგ. დაძლია, მკერდი ოქროს მედლით დაიმშვენა და მსოფლიო ჩემპიონობაც იზეიმა.

ძალოსანმა აკვრაში დაძლეული 200 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 367 კილოგრამით ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ჯაჯვანმა საქართველოს რეკორდიც დაამყარა. ძალოსანმა ატაცში ქვეყნის რეკორდი, რომელიც მასვე ეკუთვნოდა 1 კილოგრამით, ორჭიდში კი 4 კილოგრამით გააუმჯობესა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

five + thirteen =

Akismet ანტისპამი