- დავით ფაჟავამ გაიმარჯვა ASSIST-ის პროგრამის ფარგლებში და მიიღო Sanderson-ის სრული (100%) სტიპენდია.
დავითი 2026/27 სასწავლო წლის განმავლობაში, ისწავლის ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო დამოუკიდებელ (კერძო) სკოლა-პანსიონში, რომლის წლიური სწავლის საფასური 78,000 აშშ დოლარს შეადგენს.
ინფორმაციისთვის: ASSIST Scholars (American Secondary Schools for International Students and Teachers) წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო სასწავლო და სასტიპენდიო პროგრამას, რომელიც ნიჭიერ და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ერთი აკადემიური წელი ისწავლონ ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის წამყვან კერძო სკოლებში სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით.
