მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს


  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

შსს-ს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გააძევეს: თურქმენეთის,  ინდოეთის, თურქმენეთის, ერაყის, აზერბაიჯანის, რუსეთის, უზბეკეთის, ნიგერიის, ბანგლადეშის, იორდანიის, კენიის, სუდანის, ბელორუსის, უგანდის, ნეპალის, პაკისტანის, ფილიპინების, ყირგიზეთის, ზიმბაბვეს, ლიბანის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 101 მოქალაქე.

„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თითქმის იმავე რაოდენობის უცხოელი არალეგალის გაძევება განახორციელეს ქვეყნიდან, რაც გასული წლის მანძილზე ჯამურად. შეგახსენებთ, რომ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,  2025 წელს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯამში 1 311 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს საქართველოდან.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

4 × 5 =

Akismet ანტისპამი