- დღეს, 26 აპრილს, თბილისში ჩამოასვენეს სხვადასხვა დროს უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიან ომში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი: დათო ღოღაძე და ბაჩო ბებია.
დავით ღოღაძე 37 წლის ასაკში 2024 წლის 7 მაისს დაიღუპა. ის ქართული საბრძოლო ქვედანაყოფის „შავი არწივის“ წევრი იყო.
რაც შეეხება მეორე მებრძოლს, 32 წლის ბაჩო ბებიას, ის რამდენიმე დღის წინ, 20 აპრილს, ნიკოლაევში შენობის დაბომბვის შედეგად დაიღუპა.
მდიის ინფორმაციით, ბაჩო ბებია სოხუმიდან დევნილი იყო, ბოლო წლებში ის ოდესაში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად, მას უკრაინის მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული, თუმცა მანამდე წლების განმავლობაში ზუგდიდში ცხოვრობდა. სწორედ ამიტომ ოჯახის თხოვნით, მას ზუგდიდში დაკრძალავენ.
