- 23 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში საბიბლიოთეკო კვირეული იწყება.
კვირეულის ფარგლებში ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდება სხვადასხვა აქტივობები:
23 აპრილი, 14:00 – პროექტის წარდგენა – წიგნის ერთგული ქალები;
23 აპრილი, 15:00 – ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თეატრალიზებული წარმოდგენა – „სტუმარ-მასპინძელი“;
24 აპრილი, 15:00სთ – ფილმის ჩვენება – „სოხუმის ფეხბურთელი მერი“. პირდაპირი ჩართვა ფილმის სცენარის ავტორ მწერალ ნანა ქარდავასთან. შეხვედრა ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ „ოდიში-1919“ U15-ის ფეხბურთელებთან;
25 აპრილი, 13:00 – ევრითმიის მასტერკლასი;
26 აპრილი, 13:00 – შეხვედრა წიგნისმოყვარულ ახალგაზრდებთან;
27 აპრილი, 13:00 – ბიბლიოტური სკოლის მოსწავლეთათვის;
28 აპრილი, 14:00 – საუბარი წიგნებზე – აირჩიე შენთვის საინტერესო წიგნი;
29 აპრილი, 13:00 – ამერიკული კუთხის პროექტი – ცოცხალი მუზეუმის პერფორმანსი;
30 აპრილი, 15:00 – საბავშვო პერფორმანსი – „წიგნის ექიმები“;
1 მაისი, 15:00 – ბიბლიოთეკაში დაცული ჟურნალ – გაზეთების მიხედვით დადგმული წარმოდგენა – „ექო“.
