- ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოტანიკურ ბაღში მცენარეთა კოლექციის გაზრდისა და დეკორატიული სივრცეების განვითარების პროცესი აქტიურად გრძელდება. ამჯერად, ბაღის გამორჩეულ ნაწილს – 1-ელი სექტორის მესამე თარგს – სხვადასხვა ფერის ყვავილოვანი ირმის რქის (Lagerstroemia indica) ნერგები შეემატა.
ირმის რქა, რომელსაც ხშირად „ინდურ იასამანსაც“ უწოდებენ, აზიური ფლორის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წარმომადგენელია. ის ნელა იზრდება, გამოირჩევა ყინვაგამძლეობითა და განსაკუთრებული გამძლეობით. მცენარე ზაფხულში ყვავილობს.




