შსს: სამეგრელოს პოლიციამ ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავა


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული გ.ნ., წარსულში ნასამართლევი, 2002 წელს დაბადებული ჯ.ჩ. და წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი,  2002 წელს დაბადებული ნ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. 

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირებმა ქალაქ ფოთში მდებარე საცხოვრებელი ბინა გაქურდეს, საიდანაც ელექტროტექნიკა და სხვადასხვა ღირებულების საოჯახო ნივთები მოიპარეს, რის შემდეგაც მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. 

საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობა დაადგინეს და ბრალდებულების სახით დააკავეს. 

პოლიციამ მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. 

დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის  177-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-ნათქვამია შსს ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 34 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!