- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იწყებს ახალ პროექტს იძულებით გადაადგილებული პირების ეკონომიკური გაძლიერების მიზნით.
უწყების ცნობით, აფხაზეთიდან დევნილ ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ თანადაფინანსება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესაძენად.
- მიწის ნაკვეთი: 0.2 – 3 ჰა
- თანადაფინანსება: 500 ლარი 1 ჰა-ზე, მაქსიმუმ 1500 ლარი
- დაფინანსება შეადგენს შესყიდვის ღირებულების 80%-ს
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე.



