- კახათის პირველი საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ, მეგი კვარაცხელიამ გაიმარჯვა კონკურსში – Deutschland Plus – ში.
პროგრამის ფარგლებში, მეგი ორი კვირა იცხოვრებს ქალაქ დრეზდენში მასპინძელ ოჯახში და ივლისის თვეში, ბერტოლტ ბრეხტის გიმნაზიაში ისწავლის, ხოლო მესამე კვირას მოინახულებს ბერლინს და მის ღირსშესანიშნაობებს.
