დევნილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება


  • დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამას იწყებს. 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მიზანს დევნილი ქალების თვითდასაქმების მხარდაჭერა და ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს, რაც მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. 

“სხვადასხვა პროფესიული საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოების მიზნით, პროგრამის გამარჯვებულ ბენეფიციარებს სააგენტო ტექნიკას, დანადგარებსა და სახელობო იარაღებს გადასცემს. 

პროგრამა რეგიონებში მცხოვრები (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) იძულებით გადაადგილებული ქალებისთვის ხორციელდება. მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაკეთება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 20 მარტის ჩათვლით შეეძლებათ. 

საგრანტო პროგრამა დევნილთა სააგენტოს მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) რეგიონული პროგრამის “ქალთა ლიდერობის გაძლიერება მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის” ფარგლებში, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.”-აღნიშნულია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 34 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!