მუზეუმში გაიხსნა ახალი გამოფენა


  • დღეს, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის გარე სარდაფში გაიხსნა ახალი მუდმივმოქმედი გამოფენა, ეთნოგრაფიული სივრცე – “ობენე” (მეგრულად – მარანი).

გამოფენის ფარგელებში, წარმოდგენილი იყო მეგრული მარანი და სამეგრელოში ღვინის წარმოებასთან დაკავშირებული ექსპონატები. ასევე, ფოტოკოლექცია, სამეგრელოში გავრცელებული ვაზის ჯიშებისა, დასახელებებისა და გავრცელების არეალის მითითებით.

გამოფენის დათვალიერებისას, სტუმრები გაეცნენ ეთნოგრაფიულ თავისებურებებს. ღვინის დაყენების კულტურასა და ტრადიციებს. მოისმინეს ლექცია, ქართული ღვინის მრავალათასწლოვანი ტრადიციის შესახებ და მასთან დაკავშირებული ლეგენდები, ადათ-წესები და ტრადიციების შესახებ.

გამოფენის ფარგლებში, ასევე წარმოდგენილი იყო დადიანების ოჯახის ღვინის წარმოების ინდუსტრია, მიღწევები, მსოფლიო მასშტაბით და ვაზის გაშენების რუკა, დადიანების მამულების მასშტაბით.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დააგემოვნებინათ დადიანების ოჯახის მიერ საფრანგეთის ღვინის კონკურსზე წარმოდგენილი, ოჯალეშის ვაზის ჯიშისგან დამზადებული და სამეგრელოში ვაზის ჯიშების დამზადებული ღვინო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 34 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!