- საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზას 332-ე კილომეტრზე, მდინარე ჩხოუშიაზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, არსებული კომბინირებული სისტემის ხიდები, რომლებიც სამი კონსტრუქციისგან შედგებოდა, მძიმე ტექნიკურ მდგომარეობაში იყო და ვეღარ აკმაყოფილებდა უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო სტანდარტებს. მიღებული გადაწყვეტილებით, ძველი კონსტრუქციის ნაცვლად შენდება ახალი, 3-მალიანი ხიდი, რომლის სიგრძე 60 მეტრს, ხოლო სიგანე 15 მეტრს შეადგენს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 6.2 მილიონ ლარია. ახალი ხიდი უზრუნველყოფს მოძრაობის უსაფრთხოებასა და საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე სატრანსპორტო ნაკადის შეუფერხებელ გადაადგილებას.
