21-22 თებერვალს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი


  • გარემოს ეროვნული სააგენტო, 21-23 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 21-22 თებერვალს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი ხოლო 23 თებერვალს გაწვიმდება, მაღალმთაში ხოგან მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.

“ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22 თებერვალს დღის მეორე ნახევარში და 23 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 21-22 თებერვალს დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება, 23 თებერვალს კი +12, +14 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22 თებერვალს დღის მეორე ნახევარში და 23 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 21-22 თებერვალს დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, 23 თებერვალს კი +11, +13 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22 თებერვალს დღის მეორე ნახევარში და 23 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 21-22 თებერვალს დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, 23 თებერვალს კი +7, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 21-22 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 23 თებერვალს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 21-22 თებერვალს დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება, 23 თებერვალს კი +2, +4 გრადუსამდე დაიკლებს.”-აღნიშნულია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

nineteen − eighteen =

Akismet ანტისპამი