ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 63-ე კმ-ზე მოძრაობა აღდგენილია


  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 63-ე კმ-ზე (სოფ. ციცხვარი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია.

ინფორმაციისთვის: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 63-ე კმ-ზე (სოფ. ციცხვარი) მიწის მასის ჩამოსვლის გამო, დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

three × one =

Akismet ანტისპამი