- 5 წლის ალექსანდრე კოშაძეს საზოგადოების დახმარება ისევ სჭირდება. ბავშვის დედა საზოგადოებას სოციალური ქსელით მიმართავს:
“პირველ ეტაპზე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ალექსანდრეს ტვინის ორივე მხარეს – მარცხენა და მარჯვენა უბნებში – აქვს წანაზარდი, ქსოვილები არის დაზიანებული- რის გამოც ექიმმა მკაცრი დაკვირვება მოითხოვა. დაგვინიშნეს დროებითი მონიტორინგი და გვითხრეს, რომ თუ შეტევები გახშირდებოდა, სამი თვის განმავლობაში აუცილებლად უნდა დავბრუნებულიყავით სტამბოლში.
სამ თვეზე მეტი გავიდა… სამწუხაროდ, შეტევები არ შემცირებულა, რის გამოც ექიმების რეკომენდაციით ალექსანდრეს კვლავ სჭირდება დამატებითი, აუცილებელი კვლევები – მეტაბოლიზმის ტესტები, გენეტიკური ტესტები, ბიოფსია, თავის MRI (ემერტე) და EEG კვლევა.
როგორც დედას, ყველაზე მძიმეა იმის ყურება, როცა შენი შვილი ყოველდღე იბრძვის და შენ მხოლოდ იმედზე ხარ დარჩენილი. ეს კვლევები გადამწყვეტია ალექსანდრეს ჯანმრთელობისთვის, თუმცა დაკავშირებულია ძალიან დიდ ფინანსურ ხარჯებთან.
გთხოვთ, დაგვიდგეთ გვერდში. ყველაზე პატარა-დახმარებაც კი ალექსანდრესთვის დიდი იმედია. ასევე ძალიან გვეხმარება პოსტის გაზიარება.
მადლობა ყველას, ვინც ამ მძიმე გზაზე ჩვენს გვერდით ხართ. თქვენი მხარდაჭერა გვაძლევს ძალას, არ დავნებდეთ.”
დახმარება შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე:
თიბისი- #GE56TB7061245064300046
საქართველო- #GE27BG0000000142717200
მიმღები დედა- მეგი ხასაია
