საფეხბურთო კლუბი “ოდიში 1919” ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა


  • ოდიშელები” ახალ წელს პირველად შეიკრიბნენ და უკვე ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადებას შეუდგნენ. გუნდი სავარჯიშო პროცესს, ადგილზე, ზუგდიდში ატარებს.

კლუბის ადმინისტრაციის ინფორმაცით, “ოდიშელთა” მწვრთვნელის, მამუკა (მაკარ) აქუბარდიას განკარგულებაში ამჯერად, 23 ფეხბურთელია, თუმცა აქტიურად მიმდინარეობს გუნდის დაკომპლექტების პროცესი.

“ზუგდიდელები, დღეიდან ორჯერადი ვარჯიშებით დაიტვირთებიან – ჩანიშნულია საკონტროლო მატჩებიც. ჩვენი გუნდი ადგილზე ორკვირიან შეკრებას გაივლის, რის შემდეგაც დაგეგმილია ასევე ორკვირიანი შეკრება უცხოეთში.

რაც შეეხება შემადგენლობას – განვლილი სეზონის შემდეგ ოდიშელთა რიგები დატოვეს, მეკარეებმა რატი იმერლიშვილმა და გოგი კულუამ – ასევე, შოთა ლომიამ, გურამ სამუშიამ, ანზორ თევზაძემ, დეკას ფორტესმა, დიმიტრი თუთბერიძემ, მოჰამედ სილამ, თამაზ შარვაშიძემ, გივი ხეცურიანმა, გიორგი გახარიამ და ნიკოლოზ კალანდაძემ, რომელთა წვლილი წინა საფეხბურთო სეზონის წარმატებაში უდაოდ დიდია. საფეხბურთო კლუბი “ოდიში 1919” ზუგდიდი, თითოეულ ფეხბურთელს გაწეული საქმიანობისა და მიღწეული წარმატებისთვის უდიდეს მადლობას უხდის – წარმატებებს უსურვებს მომავალში.

ამ ეტაპისთვის ოდიშელთა რიგებს შეუერთდნენ გიორგი ახალაძე, რომელიც გასულ სეზონს ფოთის “კოლხეთი 1913”-ის რიგებში იყო – უნდა აღინიშნოს, რომ ახალაძე, “ბაია” ზუგდიდის აღზრდილია და ზუგდიდურ გუნდშიც ასპარეზობდა – ასევე ზუგდიდელთა რიგებშია გიორგი იაკობიძე /”ორბი”/, მიშა მუშკუდიანი /”დინამო 2” თბილისი/, ლუკა ლეჟავა /”ვიტ-ჯორჯია”/, ზაურ სიჭინავა /”რუსთავი”/, რომან ჩაჩუა /”გონიო”/ და გიორგი ჯაბურია /”დინამო” თბილისი U 17/ – ჯაბურიაზეც ვიტყვით, რომ რუხის აკადემიის აღზრდილია.

კლუბი ფეხბურთელებს ოფიციალურად წარადგენს, თუმცა როგორც აღვნიშნეთ დაკომპლექტების პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა გუნდში არიან ახალბედა ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელები და მათ შორის ლეგიონერებიც, რომელთა მიმართ დაკვირვება მიმდინარეობს და მათ საქმეში გამოცდიან.

24 იანვარს კი მაკარ აქუბარდიას გაწვრთნილი გუნდი, პირველ საკონტროლო მატჩს ფოთის “კოლხეთი 1913”-ის წინააღმდეგ ფოთში გამართავს.”-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 32 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!