- 26 დეკემბერს, 20:00 საათზე ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე აინთება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მუსიკალურ-თეატრალური სტუდია “რიბი რაბო“ და სტუდია ,,რეტრო“
სახელოვნებო სკოლების გაერთიანების საგუნდო-სამუსიკო სკოლის აკადემიური გუნდი.
ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ბენდი ,,ბოლო ოთახი” და კვარტეტი ,,აკორდი”.
