9 დეკემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 10-11 დეკემბერს ზოგან იწვიმებს


  • გარემოს ეროვნული სააგენტო, 9-11 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 9 დეკემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 10-11 დეკემბერს ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს.

“ქ. თბილისში 9 და 11 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 10 დეკემბერს წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 9 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 10-11 დეკემბერს იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 9 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 10-11 დეკემბერს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის ფოთი): 9 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 10-11 დეკემბერს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 9 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 10-11 დეკემბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.”-აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 32 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!