ბიბლიოთეკაში ახალი წიგნების წარდგენა გაიმართა


  • ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ახალი წიგნების წარდგენა გაიმართა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრის და თემატიკის წიგნები: სამეცნიერო – პოპულარული ნაშრომები, კლასიკური და თანამედროვე პროზა, საბავშვო ლიტერატურა.

ბიბლიოთეკარებმა ვრცლად ისაუბრეს ავტორებსა და გამოცემებზე.

წიგნების წარდგენაში მონაწილეობა მიიღეს ბიბლიოთეკის მკითხველებმაც. ახალგაზრდებმა წაიკითხეს ლირიკული ლექსები და პროზაული მონოლოგები ნაწარმოებებიდან.

საღამოს დასასრულს სიგელებით დაჯილდოვდნენ პროექტის – „თარგმნე ვეფხისტყაოსანი ფრანგულად და გერმანულად“ – მონაწილენი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 32 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!