საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მიმართავს


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მინდვრის და ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით, საზოგადოებას მიმართავს, გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ბუნებაში გადაადგილებისას.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მომდევნო კვირის განმავლობაში ნარჩუნდება უნალექო ამინდი, ტყისა და მინდვრის საფარი გამომშრალია, რაც ზრდის ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკს.

„მოგიწოდებთ, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 31 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!