სამეგრელოს პოლიციამ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ხ.ჩ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული ფოთში  მდებარე მის დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმროს ფართს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ ქალებს პროსტიტუციისათვის გადასცემდა.

გამოძიება პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს.”-ნათქვამია შსს ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 31 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!