- დღეს, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 11 ერთეული ევროპული ნაძვი დაირგო.
ბოტანიკური ბაღის დირექტორი, შალვა აგუმავა “ზუგდიდლებთან” ამბობს, რომ ახალი ნერგები ბაღის მცენარეთა კოლექციას ახალ სიცოცხლეს შესძენს. “ნაძვები ბოტანიკურ ბაღს საჩუქრად გადაეცა. მსურს მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც ძვირფასი საჩუქარი გაიღეს და საკუთარი წვლილი შეიტანეს ზუგდიდის ისტორიული ბაღის გალამაზებაში. აღსანიშნავია, რომ ბაღში მცენარეთა დარგვები ინტენსიურად მიმდინარეობს.”
