დავით წურწუმია: „უჯგუში“, უჯგუში (საუკეთესო) შაურმაა


  • “ზუგდიდელების” სტუმარი დავით წურწუმია ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი სანდო საშაურმის “უჯგუშის” მენეჯერია.

– დათო, გაეცანით ზუგდიდელებს…

– დავით წურწუმია ვარ, ზუგდიდელი, პროფესიით იურისტი, ამჟამად ვეწევი სამეწარმეო საქმიანობას.

 – დათო, “უჯგუში” და მისი შაურმა უკვე კლიენტების რაოდენობას არ უჩივის. თქვენ და თქვენმა გუნდმა, ეს, მოკლე დროში მოახერხეთ…

– მომხმარებელს იზიდავს ჩვენი შაურმის განსაკუთრებული გემო და თვისებები, – ის ცოცხალი გემოებით განსხვავდება სხვა შაურმების სტანდარტული გემოსგან. მეტიც –  ჩვეულებრივი შაურმებისგან განსხვავებით არ იწვევს სიმძიმეს და გულძმარვას. სწორედ ამიტომ დავარქვით მას “უჯგუში შაურმა”. ვფიქრობთ, რომ ის ამართლებს თავის სახელწოდებას. ნებისმიერს შეუძლია მობრძანდეს ცოტნე დადიანის № 23-ში და თავად დარწმუნდეს.

– დათო, თქვენ პროფესიით იურისტი ხართ. „უჯგუშმა“ კი, სხვა ამპლუაში წარმოგაჩინათ…

– ყოველთვის მინდოდა პროფესიული საქმიანობის გარდა, ბიზნესითაც დავკავებულიყავი, ამიტომაც გადავწყვიტე საშაურმის და რამდენიმე სხვა პატარა ბიზნესის წამოწყება. კარგია როცა დასაქმებული ხარ სხვის ბიზნესში, მაგრამ უკეთესია, თუ გექნება შენი და შენვე იქნები შენი თავისა და საქმის უფროსი. ასე უფრო საინტერესოა ცხოვრება.

– დათო, თქვენ, ზუგდიდელები კიდევ ერთი საინტერესო რაკურსით გიცნობენ – მეგრული ენის პოპულარიზაციისთვის იბრძვით…

– საუკუნეების განმავლობაში, ამ ენაზე მოსაუბრე ჩვენი წინაპრები, ქმნიდნენ კოლხურ კულტურას და ისტორიას, რომლითაც ყველანი ვამაყობთ. მიუხედავად უამრავი გამოწვევისა, სისხლისა და ოფლის ფასად, მათ, დღემდე, შემოგვინახეს ჩვენი დედა ენა. დღეს კი, იუნესკოს დასკვნის თანახმად, მეგრული ენა უეჭველი გადაშენების საფრთხის წინაშე დგას. ჩვენ ვართ თაობა, რომელიც ან გადაარჩენს ჩვენს დედა ენას, ან დაივიწყებს და გაანადგურებს მას. მეგრული ენის გადაშენება იქნება ჩვენი დიდი სირცხვილი და ამ სირცხვილის შემოქმედი თაობა ჩვენ არ უნდა გავხდეთ. ამიტომ: ყველგან და ყოველთვის უნდა ვისაუბროთ, ვწეროთ და ვიკითხოთ მეგრულად. ისეთ მოსაზრებას ავრცელებენ, თითქოს, საზოგადოებაში მეგრულად საუბარი მიუღებელია. ეს არის არასწორი და სამარცხვინო დამოკიდებულება. ნებისმიერი ჩვენგანი, ყოველთვის, უნდა ცდილობდეს ჩვენი ენის პოპულარიზაციას – მეგრული ფოლკლორის ნიმუშების, მეგრელი პოეტების, მწერლების და ზოგადად, მეგრელ ხელოვანთა ნამუშევრების შესწავლით, რასაც ალბათ მშვენივრად მოახერხებენ მედიები და გამომცემლობები დაინტერესების შემთხვევაში. მეგრულ ენას უნდა დაუბრუნდეს ფუნქცია, რისი მიღწევაც შესაძლებელია მეგრული ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებით.

– როგორია თქვენი თავისუფალი დრო?

– ვკითხულობ, ჭადრაკს ვთამაშობ…

– რას უსურვებთ ზუგდიდელებს?

– ვისურვებ ისეთ ზუგდიდს, საიდანაც წასვლა არავის მოუნდება.

მასალა მოამზადა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 30 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!