- საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში კრივის 15-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. მოკრივე ელენე ქარჩავამ (48 კგ) ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. მან ფინალში ირლანდიელი მასიე ოკონორ დაფი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ელენე ქარჩავა პირველი ქართველი მოკრივე ქალია, რომელმაც ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია. ბრინჯაოს პრიზიორები თორნიკე სიმონიშვილი (40 კგ), საბა კერძევაძე (44 კგ) და ჯონი ხაბურზანია (46 კგ) გახდნენ.
ახალგაზრდა მოკრივეები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
