- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ კახათის მეორე საბავშო ბაღი გაიხსნა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი ბაღი ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ახალი საბავშვო ბაღი ტექნიკითა და ავეჯით სრულად აღჭურვილია.
კახათის N2 საბავშვო ბაღი ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა. ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდი, სრულ რეაბილიტაციას უტარებს კახათის N 1 საბავშვო ბაღსაც.