გივი თოდუას წარმატება


  • თბილისში პროფესიული კრივის საღამო გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე თბილისის მერთან კახა კალაძესთან და ლეგენდარულ მოკრივე ლენოქს ლუისთან ერთად დაესწრო.

საღამოზე მსოფლიოს კრივის ფედერაციის (WBF) სარეიტინგო ბრძოლები, საქართველოს ჩემპიონის ქამრის გათამაშება და მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის 12-რაუნდიანი ბრძოლა გაიმართა.

WBF-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის მოსაპოვებლად 72 კგ წონით კატეგორიაში ზუგდიდელი მოკრივე გივი თოდუა რინგზე ტაილანდელ სპორტსმენს, ფიმირ ჩონკუნის, შეხვდა. ბრძოლა გივი თოდუას გამარჯვებით დასრულდა.

პროფესიული კრივის საღამო საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 30 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!