მომავალ წელს პენსია გაიზრდება


  • მთავრობამ პარლამენტს 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მომავალ წელს, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 45 ლარით იზრდება და 495 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება.

ამასთან, 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება;

გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით.

სამინისტროს ცნობით, ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 7,0 მილიარდ ლარს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 30 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!