- ზუგდიდის ტექნოპარკის დარბაზში მეორედ გაიმართა ლიტერატურული კონკურს – ფესტივალი “ქუჯის” პროექტის – “ერთი მეგრულენოვანი ლექსის” დასკვნითი ღონისძიება.
კონკურსის “ერთი მეგრულენოვანი ლექსის” გამარჯვებულები გახდნენ:
ზაურ გერგედა (გერგედავა) – პირველი პრემია;
კესო ჩხაპელია;
თეა ხასაია;
გიორგი ლემონჯა (ლემონჯავა);
ალექსანდრე ნარსია.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ “ოსკარ შინდლერის აკადემიის” (რექტორი: მაქს მეირ შავიტი) აღსაზრდელების მიერ დამზადებული სუვენირებით და ფულადი პრემიით.
მთავარი პრიზი, ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია და მედალი, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის გადაეცა პოეტსა და მთარგმნელს ბელა შალვაშვილს.
პრემიით “ქუჯი – ერთიანი საქართველოსთვის” დაჯილდოვდა ბიზნესმენი და ქველმოქმედი, მეგრული ენის დიდი გულშემატკივარი, ემიგრანტი გულიკო ხარჩილავა.
ღონისძიება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ფესტივალის ფარგლებში შედგა.