- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” -ს მიერ, ტექნიკის გამოყენებით, სამშენებლო ნარჩენებისაგან გაიწმინდა: გორის, გამარჯვებისა და შალვა ქირიას ქუჩები.
“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, მსგავსი სახის დასუფთავების სამუშაოები ცენტრის მიერ, არაერთხელ განხორციელებულა, თუმცა ისევ ხშირია სამშენებლო კომპანიების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ, სამშენებლო ნარჩენებით ქუჩების დანაგვიანება, რაც იწვევს გარემოს დაბინძურებას. მსგავსი ქმედება კი კანონით აკრძალული და დასჯადია.
“მოვუწოდებთ, საგზაო და სამოქალაქო მშენებლობის მწარმოებელ ორგანიზაციებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, დაიცვან სამშენებლო ეთიკის წესები და სხვადასხვა ობიექტებზე მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, თავადვე, დროულად უზრუნველყონ სამშენებლო ნარჩენების გატანა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს ზედამხედველობის ჯგუფი ყოველდღიურად აწარმოებს ქალაქის ქუჩების შემოვლას და აფრთხილებს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების გზის სავალ ნაწილზე დაყრისაგან და მიუთითებს, რომ აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ.
გარემოს დანაგვიანების ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდდიდასუფთავების ცენტრი”-ს ზედამხედველობის სამსახურების მიერ კანონდამრღვევი პირების მიმართ განხორციელებული იქნება მკაცრი საჯარიმო სანქციები.
გაფრთხილება!
პირი, რომელიც დაანაგვიანებს დასახელებულ ტერიტორიას , კანონის შესაბამისად დაჯარიმდება.
ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმები:
მუხლი 32. ნაწ. 2
1 მ3 ან მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება
ფიზიკური პირი – 1 500 ლარი.
იურიდიული პირი – 3 000 ლარი
გაცნობებთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრთან” შექმნილია მობილური ჯგუფი სამშენებლო და სხვა სახის მყარი ნარჩენების გატანაზე.ღირებულება 2 მ3 -მდე (1 გზობა) შეადგენს 150 ლარს.
საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 577 25 70 64; 0(415) 25 32 17;