ნიკოლოზ შამათავას მორიგი წარმატება


  • 25 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ ფუჯაირაში გაიმართა ფუჯაირას პირველი ღია ჩემპიონატი ჭადრაკში.

ჩემპიონატი მოიცავდა სამ ტურნირს: სუპერვარსკვლავთა /2600≤ /, ოსტატთა /2200-2599/ და ღია ტურნირს /2000>/.

ოსტატთა ტურნირში მონაწილეობა მიიღო 24 საერთაშორისო დიდოსტატმა, 6 საერთაშორისო დიდოსტატმა ქალთა შორის, 88 საერთაშორისო ოსტატმა, 4 საერთაშორისო ოსტატმა ქალთა შორის, 93 ფიდეს ოსტატმა და 3 ფიდეს ოსტატმა ქალთა შორის.

ოსტატთა ტურნირში იასპარეზა ზუგდიდელმა მოჭადრაკემ, ფიდეს ოსტატმა, ნიკოლოზ შამათავამ /2246 / (მწვრთნელი – დავით ჯოჯუა).

ნიკოლოზმა 9 შესაძლებლობიდან 5.5 ქულა დააგროვა და საერთაშორისო ოსტატის მეორე ნორმა შეასრულა.

ნიკოლოზმა ფიდეს რეიტინგი 57 პუნქტით გაიუმჯობესა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

thirteen + eleven =

Akismet ანტისპამი