შსს: პოლიციამ დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო სამი დღის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 37 პირი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“პოლიციამ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე ნაგებობებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ათეულობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 29 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!