ირაკლი გვასალიას ხელნაკეთობები


  • ირაკლი გვასალია ზუგდიდელია, დავითიანიდანაა. სტუდენტი, მუშაობს სოციალურ მედიაში, – ონლაინ ჟურნალისტიკის გარდა, ბეჭდური მედიის გამოცდილებაც აქვს. თანამშრომლობდა “ზუგდიდელებთან”, “ზუგდიდთან”.

ბავშვობის ადრეული ასაკიდან, ძალიან აქტიურად და დამოუკიდებლად ეძებს თავის ადგილს ცხოვრებაში. წინააღმდეგობებს არ უშინდება, არც “ერთ ადგილს ტკეპნის” ხანგრძლივად, თუ შედეგი აგვიანებს. უკვე დიდი გამოცდილება აქვს სხვადასხვა ორგანიზაციასთან, საქმესთან და ზოგადად, საზოგადოებასთან ურთიერთობის. ბევრ თავის თანატოლს დახმარებია ცხოვრების “დუნე მდომარეობიდან” გამოსვლაში. არაერთი ახალგაზრდული სოცაქტივობის ავტორია. რუბრიკას “ახალი ზუგდიდელები” ზუსტად ირაკლის მსგავსი ახალგაზრდები ამშვენებენ – მუდამ ძიებაში, შრომაში მყოფნი, ვისთვისაც არ არსებობს პატარა და დიდი საქმე. არსებობს მხოლოდ ერთი გზა – წინ სიარული და გაზრდა, გამოცდილების მიღება და მისი სხვებისთვის გაზიარება, საკუთარი ოფლის დაგემოვნება და შედეგით სიამაყე.

“ზუგდიდელები” ზუგდიელებს, თბილისში თუ საზღვარგარეთ, მოუწოდებს, დადგნენ ირაკლის გვერდით, შეიძინონ მისი ნახელავი (მძივები და სამაჯურები მისი ერთ-ერთი ჰობია), ეს იქნება ახალგაზრდის მხარდასაჭერი სასიამოვნო ნაბიჯი. ჯერ ერთი, რომ ირაკლი მის ჩანაფიქრს – დაეხმაროს დედ-მამით ობოლ ბავშვებს, განახორციელებს და სხვა ახალგაზრდებსაც გამოადგება მაგალითად, რომ შრომა არ არის არასდროს საზიანო, სამარცხვინო, რომ ნებისმიერი გულით გაკეთებული საქმე საზოგადოების მხარდაჭერას იმსახურებს მისსავე ქვეყანაში და ხალხში.

სიყვარულით “ზუგდიდელებისგან”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 29 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!