საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში გამართეს


  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ, რეგიონული შეხვედრის ფარგლებში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა რეგიონული სამმართველოების ახლად დანიშნულ ხელმძღვანელებთან, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის სამომავლო გეგმებზე და საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.

უწყების ცნობით, მიხეილ მაღლაკელიძემ, მოადგილეებთან ერთად, ზუგდიდში ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობაც მოინახულა. ახალი რეგიონული ოფისი სრულად იქნება აღჭურვილი თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უზრუნველყოფს საგამოძიებო სამსახურის გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას.

რეგიონებში გამართულ შეხვედრებს, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 29 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!