აფხაზეთის ომის დროს, ტამიშთან მომხდარი ბრძოლიდან 32 წელი გავიდა


  • აფხაზეთის ომის დროს, ტამიშთან მომხდარი ბრძოლიდან 32 წელი გავიდა.

1993 წლის 2 ივლისს, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.

ფოტო: აფხაზეთის მთავრობა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

17 − 13 =

Akismet ანტისპამი