- ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, მეგრული ფოლკლორის საღამო გაიმართა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, წალენჯიხის, აბაშისა და ხობის სალოტბარო სკოლების მოსწავლეებმა განახლებული პროგრამა, საარქივო ჩანაწერებიდან აღდგენილი, მივიწყებული ფოლკლორული ნიმუშები და საგალობლები შეასრულეს.
პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს და სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.