- ზაფხულის აქტივობები სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს დაქვემდებარებულ საბავშვო ბაღებში, სხვადასხვა თემატიკის, განსაკუთრებული საზეიმო აქტივობებით აღინიშნა.
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორმა, ხათუნა თოლორაიამ, მეთოდისტებთან, საბავშვო ბაღების ადმინისტრაციასთან, აღმზრდელებთან და მშობლებთან ერთად, სასწავლო – სააღმზრდელო წელი შეაჯამა და ბაღების გამოსაშვები ჯგუფების აღზრდილებს გზა სკოლისაკენ, განათლების ახალი საფეხურისკენ დაულოცა.
ხათუნა თოლორაია, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი: “განსაკუთრებული, ემოციური დღეები გავიარეთ. ჩვენი უსაყვარლესი აღზრდილები, ცხოვრების ახალ ეტაპზე სიყვარულით, საუკეთესო სურვილებით გავაცილეთ. საგზლად შესაბამისი ცოდნა, უნარები გავატანეთ. ბედნიერი მომავალს ვუსურვებთ ჩვენ მომავალ თაობას! მადლობას ვუხდი ჩვენ აღმზრდელებს და განსაკუთრებით, მშობლებს ჩართულობისათვის”.