- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდიში, სოხუმის ქუჩაზე მდებარე მდინარე ჩხოუშიას საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო.
“აღნიშნული სამუშაობი საჭიროებს მოძრაობის ჩაკეტვას, შესაბამისად მოხდება გადართვა შემოვლით გზებზე. საავტომობილო მოძრაობა განხორციელდება – რევაზ ლაღიძის, მერაბ კოსტავას და დარასელის ქუჩების გამოყენებით.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე არსებული ხიდის რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.”-ნათქვამია ინფორმაციაში.