ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია თავის ფეისგვერდზე აქვეყნებს იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელიც დღეს ქალაქში ჩატარდება 2008 წლის აგვისტოს ომის მერვე წლისთავთან დაკავშირებით. რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულების საფლავების ყვავილებით შემკობა 12:00 საათზე. 16:00 საათზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში გაიმართება სპექტაკლი “დამსჯელი 14”. ამავე დაწესებულებაში მოეწყობა აგვისტოს ომის ამსახველი ფოტო მასალების გამოფენა.
2008 წელს, საქართველოში, რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა . სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.