- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი, სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან, საქართველოს პარლამენტში ზუგდიდის დელეგატთან დავით კოდუასთან და მუნიციპალიტეტის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში №11 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ამჟამად სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
უწყების ცნობით, სრულად შეიცვალა სკოლის შიდა და გარე სივრცეები.
პროექტს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო ახორციელებს. განახლებული სკოლით მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან ისარგებლებენ.